მსოფლიო-2018: ინგლისის ნაკრებმა პანამის გუნდი გაანადგურა

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ადგილი გაინაღდეს
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში G ჯგუფის მატჩში პანამის გუნდს ანგარიშით 6:1 მოუგო.

პანამის ნაკრებიდან 78-ე წუთზე თავი გამოიჩინა ფელიპე ბალოიმ, მისი გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს პირველი გოლია.

გამარჯვებულ გუნდში ჰეტ-ტრიკი გააკეთა ჰარი კეინმა (22, 45+1, 62), რომელმაც პირველი ორი გოლი პენალტით გაიტანა და ბომბარდირების სიაში პირველ ადგილზე გავიდა. ასევე თავი გამოიჩინეს ჯონ სტოუნზმა (8, 40) და ჯესი ლინგარდმა (36).

Футбол. ЧМ-2018. Матч Англия - Панама

ინგლისის ნაკრებმა 6 ქულა მოაგროვა და ორი ტურის შემდეგ მერვედფინალში საგზური ბელგიის გუნდთან ერთად მოიპოვა, რომელსაც ასევე ორი მოგება აქვს. პანამისა და ტუნისის გუნდებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.