სტიქია ხაშურში: ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სხვა პრობლემებთან ერთად წყალმა რამდენიმე დღის წინ დაგებული ასფალტის ნაწილი წაიღო.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხულოში ადიდებულმა მდინარემ ოთხი სოფლის გზა დატბორა

წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე შოლა კალაპოტიდან გადმოვიდა. წვიმის წყალი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა.

ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები, განადგურებულია მოსავალი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყალმა ასევე წაიღო რამდენიმე დღის წინ დაგებული  ასფალტის ნაწილი. 

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში ეხმარებოდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.