თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ბათუმში ძლიერი ინტოქსიკაციით ასამდე ადამიანი ქალაქის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულები საქორწინო წვეულების სტუმრები არიან. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. ისინი სარიტუალო დარბაზ „კახაბერში" იმყოფებოდნენ.
დაზარალებულების ნაწილი საავადმყოფოებში მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. ექიმების თქმით, ყველა პაციენტს აღენიშნება ცხელება, პირღებინება და დიარეა.
კონკრეტულად რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.