ცირა ბარბაქაძე: „ჩემი წიგნი განსხვავებული ფორმატის „ტვიტერატურაა"

ცირა ბარბაქაძე საუბრობს თავის ახალ წიგნზე, რომელიც ენობრივ თამაშებს წარმოადგენს. ეს ჟანრი ბოლო დროს უფრო აქტუალური გახდა ტვიტერზე.
Sputnik

გამოვიდა ჩემი ახალი წიგნი „ყველაფერი (თ)ამაშია“, ანუ ორი გაგებითაა სათაური, ყველაფერი ამაშია, ანუ ამ წიგნშია, ანუ ანბანშია, რომლითაც ყველაფერი იწერება“- განუცხადა „sputnik-საქართველოს“ ცირა ბარბაქაძემ.

ცირა ბარბაქაძე — პოეტი და მეცნიერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ხუთი პოეტური კრებულის ავტორი.