მსოფლიო-2018: ბელგიის ნაკრებმა ტუნისის გუნდი გაანადგურა

რომელუ ლუკაკუ ბომბარდირთა ბრძოლაში კრიშტიანუ რონალდუს დაეწია - ორივე ფორვარდმა თითო ოთხი გოლი გაიტანა
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik.ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში G ჯგუფის მეორე ტურში ტუნისის გუნდს ანგარიშით 5:2 მოუგო.

გამარჯვებული გუნდიდან დუბლები გააფორმეს ედენ აზარმა (მე-6 წუთი — პენალტი და 51-ე წუთი) და რომელუ ლუკაკუმ (16, 45+3), კიდევ ერთი გოლი გაიტანა მიში ბატშუაიმ (90). ტუნისელებიდან გოლების ავტორები გახდნენ დილან ბრონი (18) და ვაჰბი ჰაზრი (90+3).

Футбол. ЧМ-2018. Матч Бельгия - Тунис. Ромелу Лукаку

ბელგიის ნაკრები თავის ჯგუფში ექვსი ქულით ლიდერობს. ტუნისის გუნდი, რომელმაც ტურნირზე მეორედ წააგო და ქულები ვერ დააგროვა, პლეი-ოფში გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსებს ინარჩუნებს.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.