მექსიკის ნაკრებმა სამხრეთ კორეის გუნდს მოუგო

ორი წაგების მიუხედავად, სამხრეთკორეელი ფეხბურთელები ტურნირის მომდევნო სტადიაში გასვლის შანსებს ინარჩუნებენ
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში F ჯგუფის მატჩში სამხრეთ კორეის გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო.

მექსიკის გუნდიდან გოლები გაიტანეს კარლოს ველამ (26-ე წუთი, პენალტი) და ჰავიერ ერნანდესმა (66), კორეელების მხრიდან კი — სონ ჰინმინმა (90+3).

Футбол. ЧМ-2018. Матч Республика Корея - Мексика

მექსიკელებს ორი მოგება აქვთ და ისინი ჯგუფურ ეტაპს 27 ივნისს ეკატერინბურგში შვედეთის წინააღმდეგ მატჩით ასრულებენ. სამხრეთკორეელმა ფეხბურთელებმა ორი მარცხი იწვნიეს და მომდევნო მატჩში იმავე დღეს ყაზანში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო >>

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.