თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. დაგეგმილ მარათონთან დაკავშირებით კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის ცენტრში შეზღუდულ რეჟიმში იმოძრავებს, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მოსახლეობას ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვევენ >>
„გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, ავტობუსები 07:00-დან, ხოლო მიკროავტობუსები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით დროებით შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.
მარათონი „თბილისი“ პირველად ჩატარდება, მისი ინიციატორია მერი კახა კალაძე.
გარბენში, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება, მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.