ლომისაზე ჩარჩენილი ტურისტი მაშველებმა გადაარჩინეს

ახალგაზრდა ტურისტმა მთიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა ვერ მოხერხა, რადგან ფეხი დაიზიანა
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 20 წლის ტურისტი გადაარჩინეს, რომელიც ლომისის მთაზე სალოცავთან ფეხის დაზიანების გამო ჩარჩა.

მაშველებმა ოთხი დღის წინ დაკარგული მამაკაცი ორმოში ჩაფლული იპოვეს

ინციდენტი პარასკევს მოხდა.

ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ლომისა — უძველესი სალოცავია, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე მდებარეობს. ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი IX-X საუკუნეებს ეკუთვნის.