თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ბათუმში, ზღვაში 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება აჭარის ტელევიზია.
მაშველებმა ცხედარი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.