თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თურქეთში 34 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა ქალაქ რიზეში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რიზეში ჩაის პლანტაციებში მუშაობდა, სადაც მას ფუტკარმა უკბინა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
გარდაცვალების მიზეზად ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგია სახელდება.