წერეთლის გამზირზე მაღაზია „მეგატექნიკა" გაქურდეს

ჯერჯერობით ზარალის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისში მაღაზიათა ქსელი „მეგატექნიკის" ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

„არასრულწლოვნებმა კარი ქვით შეამტვრიეს“ - „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელი გაქურდეს

შემთხვევა  წერეთლის გამზირზე დღეს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა მაღაზიის კარის მინა ჩაამტვრიეს და ამ გზით შეაღწიეს შიგნით.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები.

ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის.

მომხდარ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე მუხლით („ქურდობა").