ექსპორტს საქართველოდან რეკორდული მაჩვენებელი აქვს

საქართველოს გააქვს სპილენძის კონცენტრატები და ფეროშენადნობები, ხოლო შეამოაქვს ნავთობპროდუქტები და გაზი.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოდან მიწოდება 2018 წლის მაისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 50,2%-ით გაიზარდა და 323,3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ეს კი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელია, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე სულ გატანილი იყო დაახლოებით 1,29 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქცია, რაც გასული წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებელზე 28%-ით მეტია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

წლის დასაწყისიდან ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 924,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 15,6%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

რა გაგვაქვს

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა.

რა ფაქტორები მოქმედებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე

2018 წლის იანვარ-მაისში ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა 23%-ით, ღვინის — 36,6%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 6,7%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 83%-ით, სპირტიანი სასმელების — 23,3%-ით, მინერალური წყლების — 16%-ით და ა.შ.

ამავე დროს, ამ პერიოდში სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 5%-ით შემცირდა.

რა შემოგვაქვს

წლის დასაწყისიდან საქართველოში შემოიტანეს დაახლოებით 3,611 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია — 23,4%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის იანვარ-მაისში.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვა.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2018 წლის იანვარ-მაისში გაიზარდა 38,8%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 13%-ით, გამომთვლელი მანქანების — 124%-ით, სატელეფონო აპარატების — 9,6%-ით, ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების — თითქმის 1%-ით, ხორბლის — 23,5%-ით და ა.შ.

ამავდროულად, საანგარიშო პერიოდში შემცირდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 4%-ით, ხოლო სამკურნალო საშუალებების — 9%-ით.

ვაჭრობა და პარტნიორები

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის პირველ ხუთ თვეში, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 24,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 4,896 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საქართველოსა და ისრაელს თავისუფალი ვაჭრობა სურთ

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 1,326 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთელი სავაჭრო ბრუნვის 47,5%-ია.

საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2018 წლის დასაწყისიდან რჩებიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი — წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 1,694 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,6%-ია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2018 წლის იანვარ-მაისში 714,8 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6%-ია; სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის აღნიშნულ პერიოდში, გასული წლის იანვარ-მაისთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.

საგარეო ბრუნვამ რუსეთთან ამავე პერიოდში შეადგინა დაახლოებით 548,2 მლნ დოლარი, მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,2%; ზრდა — 24,5%. აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 430,5 მლნ დოლარზე მეტი, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,8%-ია, ზრდა — 50,7%.

საქართველო ასევე ვაჭრობს ჩინეთთან (დაახლოებით 398,9 მლნ დოლარი), სომხეთთან (215,2 მლნ დოლარი), უკრაინასთან (257,3 მლნ), აშშ-თან (199,8 მლნ), გერმანიასთან (188,8 მლნ), ბულგარეთთან (146,4 მლნ), საფრანგეთთან (143 მლნ).

საქართველო და ჰონგ-კონგი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2018 წლის იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,343 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 23%-ით მეტია. ამ თანხიდან ექსპორტი შეადგენს 295,7 მლნ დოლარს — 13,7%-ით მეტს, ხოლო იმპორტი — 1,047 მლრდ დოლარს — 25,9%-ით მეტს. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 27,4%-ია.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან — EFTA და დსთ-ის ქვეყნებთან. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ჰონგ-კონგთან.

გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.