ზუგდიდში ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული პირი შეიჭრა

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა 500 ლარამდე თანხა გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 22 თბილისი — Sputnik. ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფეში უცნობი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით დაახლოებით 500 ლარი გაიტაცა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ (Rustavi2).

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა შეძლო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.  

როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროს პრეს-სამსახურში „Sputnik–საქართველოს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე მუხლით („ყაჩაღობა"). მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.