თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის С ჯგუფის მეორე ტურის მატჩში პერუს 1:0 მოუგო.
გამარჯვების გოლი კილიან მბაპემ 34–ე წუთზე გაიტანა.
საფრანგეთის ნაკრებმა ორი მატჩის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და С–ჯგუფის ცხრილში ავსტრალიისა (1 ქულა) და პერუს (0 ქულა) გუნდებისთვის მიუწვდომელი გახდა. პერუელებმა პლეი–ოფში გასვლის შანსი დაკარგეს, რადგან ტურნირზე მეორე მატჩი წააგეს.
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება.