ავლაბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავლაბარში ავარიული სახლის ჩამოშლის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

მეტეხის ქუჩაზე ავარიული შენობა ჩამოინგრა

შემთხვევა ფერისცვალების ქუჩაზე გუშინ, ღამით მოხდა. მეზობლების განცხადებით, სახლი ავარიული იყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლო ერთ კვირის განმავლობაში იმავე უბანში, მეტეხის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მაშინ ნანგრევების ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოყვა.