ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოში 23 ახალი სკოლა გაიხსნება

ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში 27 ახალი სკოლა შენდება, რომელთაგან 23 ახალი სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში გაერთიანებულ საკომიტეტო  სხდომაზე.

მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს განათლების პრიორიტეტები გააცნო და სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. 

ჩხენკელმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ განსაკუთრებულ როლს, რომლის ფარგლებში განხორციელდა 43 სკოლის შენობის რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით აქტიურად არის ჩართული აზიის განვითარების ბანკიც. 

მამუკა ბახტაძის მთავრობაში სამი ახალი მინისტრი იქნება

ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით.

ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2085 საჯარო სკოლაა, სადაც 500 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება.

პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამით მთავრობის წევრობის კანდიდატებს გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომებზე უსმენენ. მინისტრობის ზოგიერთ კანდიდატს მხარი უკვე დაუჭირეს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო ფრაქციებში მოუსმენენ.

ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძის კაბინეტიდან თავდაპირველად მხოლოდ მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი მიდიან. ცვლილებების პირველ ეტაპზე მინისტრების მოვალეობას მოადგილეები შეასრულებენ.