რუსთავში მდებარე ტაძარში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი ტაძრის ერთ-ერთი ოთახში გაჩნდა, სადაც სანთლები ინახებოდა.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. რუსთავის მე-16 მიკრორაიონში მდებარე წმინდა ალექსი — ბერი შუშანიას სახელობის ტაძარში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ნავთლუღის ბაზარში ხანძარი გაჩნდა

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ტაძრის ერთ-ერთი ოთახში გაჩნდა, იქ, სადაც სანთლები ინახებოდა.

ამ დროისთვის წმინდა ალექსი — ბერი შუშანიას სახელობის ტაძარში ცეცხლი ლოკალიზებულია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.