Anaklia Echowaves-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ანაკლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. პირველ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ Anaklia Echowaves-ის ბილეთები უკვე იყიდება, იუწყებიან ორგანიზატორები.

რამდენად ჩაანაცვლებს Anaklia Echowaves-ი GEM Fest-ს >>

საქართველოს შავიზღვისპირეთი უმასპინძლებს ახალ ფესტივალს, რომელზეც 23-დან 26 აგვისტომდე 150-ზე მეტი არტისტი წარდგება. ოთხდღიანი აბონემენტის (multi-pass) საწყისი ფასი ივნისის ბოლომდე 120 ლარს შეადგენს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდებზე tkt.ge და biletebi.ge.

თბილისში ფესტივალი „მრავალჟამიერი" საბავშვო ანსამბლებს შეკრებს

Anaklia Echowaves-ს ესტუმრებიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან Solomun, Juan Atkins, Dzijan Emin &, GPO, Francesco Tristano &, Guti live.  

ანაკლიაში ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ფესტივალი EXIT-ის ეგიდით ჩატარდება, რომელიც იმართება სერბეთში, მონტენეგროში, ხორვატიაში, ბოსნიასა და რუმინეთში.

მომავალი ფესტივალის ბიუჯეტი 6,2 მილიონი ლარია. აქედან 2 მილიონი ლარი Anaklia Echowaves-ის ორგანიზატორებმა უნდა ჩადონ. სახელმწიფომ ღონისძიების ჩასატარებლად 4,16 მილიონი ლარი გამოყო.

Anaklia Echowaves სამთავრობო პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ჩატარდება.