თბილისში მიტოვებულ სატვირთო ვაგონს ცეცხლი წაეკიდა

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისში,  ვანის ქუჩასთან მიტოვებულ ვაგონს ცეცხლი წაეკიდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „რუსთავი 2"-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილზე იმყოფება სახანძრო ბრიგადა.