თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა, როგორც ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ, ავსტრალიის წინააღმდეგ მატჩში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა.
ტურნირზე პირველი მატჩი ფრანგებმა ანგარიშით 2:1 დაასრულეს.
ანგარიში 57-ე წუთზე გახსნეს ფრანგებმა, რომლებმაც პენალტი გაიტანეს. მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ შენარჩუნდა — 61-ე წუთზე ავსტრალიელებმა ანგარიში გაათანაბრეს, ისევ პენალტის წყალობით. ამ მატჩის დროს პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გამოიყენეს არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემა (VAR).
უპირატესობა კვლავ საფრანგეთის მხარეს აღმოჩნდა, როდესაც 80-ე წუთზე ავსტრალიელთა კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა.
მომდევნო მატჩში 21 ივნისს საფრანგეთის ნაკრები პერუს გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო ავსტრალიის ნაკრები იმავე დღეს დანიის გუნდს შეხვდება.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.