ბახმაროში მამაკაცს მეხი დაეცა

ბახმაროში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ბახმაროში მამაკაცს მეხი დაეცა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ძლიერი ქარი და სეტყვა კახეთში - გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა

54 წლის ხულოს მაცხოვრებელი ბახმაროში მდინარის პირას საქონელს მწყემსავდა, როდესაც მას მეხი დაეცა.

უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მამაკაცს ბახმაროდან ხულოში დღესვე გადაასვენებენ.

საქართველოს რამდენიმე რეგიონში დღეს ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა იყო.