რუსთაველზე დღისით-მზისით სახაჭაპურე დააყაჩაღეს - დამნაშავეები მიიმალნენ

თვითმხილველების განცხადებით, კვების ობიექტიდან თანხაა წაღებული.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე „სახაჭაპურე N1“ დააყაჩაღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„არასრულწლოვნებმა კარი ქვით შეამტვრიეს“ - „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელი გაქურდეს

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, კვების ობიექტიდან თანხაა წაღებული.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.