უფლებადამცველებმა საქართველოში ცნობილ ქალებზე ზღაპრების კრებული გამოსცეს

ისტორიულ ქალებზე ქართული ზღაპრების კრებული საქართველოში ორგანიზაცია „გაერო-ქალების“ ინიციატივით გამოიცა
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული სახელწოდებით „იყო ერთი ქალი“ სულ მალე წიგნის მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა უფლებებისთვის საქართველოში“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დეპუტატებმა პარლამენტში ქალებისთვის 50% ზედმეტად მიიჩნიეს >>

ზღაპრის გმირები გახდნენ ცნობილი ისტორიული ქალები, მათ შორისაა კოლხეთის მეფის ასული მედეა და თამარ მეფე.

წიგნში შესული ზღაპრები ქალების სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებაზე, მეგობრობასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება. პროექტის მთავარი მიზანია მკითხველში გენდერული თანასწორობის და ქალებისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივება.

საქართველო გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

კრებული ორგანიზაცია „გაერო-ქალების“ ინიციატივით პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გამოიცა.

დღეისათვის წიგნის აუდიო და ელექტრონული ვერსიაა ხელმისაწვდომი.