თბილისში ფესტივალი „მრავალჟამიერი" საბავშვო ანსამბლებს შეკრებს

თბილისში საბავშვო ანსამბლების ფესტივალი ხალხური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისში საბავშვო ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალი „მრავალჟამიერი" ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ-მუსიკალურ ცენტრში პარასკევს, საღამოს გაიხსნება, ნათქვამია ცენტრის Facebook-გვერდზე.

თბილისში ამირეჯიბის სახელობის ფესტივალი გაიმართება

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 13 ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას — „ბიჭები", „დარიალი", „ბინული", „მძლევარი", „ჩოხოსნები",  „გულანი", „ერქვანი", „მართვე", „საგალობელი", „მგალობელთა გუნდი", „პატარა გეორგიკა", „შავნაბადა" და „უნისონი".

ფესტივალის მიზანი ქართული ფოლკლორის ტრადიციების შენარჩუნება და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ასევე ხალხური მუსიკის პოპულარიზაციაა.

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ახალი თაობის შემსრულებლებისთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, ანსამბლის განვითარებისთვის ერთგვარი სტიმულია.

კონცერტებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ცენტრის სალაროებსა და ონლაინ-რეჟიმში, ისე ვებ-გვერდზე biletebi.ge.

ფესტივალი 23 ივნისს გალა-კონცერტით დასრულდება.