თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს

კონტრაქტის თანახმად, ქართველი ფეხბურთელი „ჟილინაში“ სამი წელი ითამაშებს.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. თბილისის „დინამოს“ მცველი გიორგი თევზაძე საკუთარ კარიერას „ჟილინაში“ გააგრძელებს, ნათქვამია სლოვაკური გუნდის განცხადებაში.

21 წლის ფეხბურთელსა და „ჟილინას“ შორის შეთანხმების ვადა სამ წელზეა გათვლილი. 

ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

„პირველი შთაბეჭდილება კარგია. ბრწყინვალე სტადიონია. ვგრძნობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. მე მოტივირებული ვარ და ვაპირებ ახალ კლუბში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო“, – განაცხადა თევზაძემ.

მცველმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მოუთმენლად ელოდება სამწვრთნელო შტაბთან და კლუბში ახალ პარტნიორებთან შეხვედრას.

გასული წლის ჩემპიონატში „ჟილინამ“ მეოთხე ადგილი დაიკავა და უეფას ევროპის ლიგაზე კვალიფიკაციაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

თევზაძე თბილისის „დინამოში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 55 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.