ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს - „ქართული აბრეშუმი“
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, შესაბამისი ბრძანება  „საკანონმდებლო მაცნეშია“ გამოქვეყნებული. 

აქ ამზადებენ აბრეშუმს და ოქროს ქსოვილებს... ისეთ ლამაზს, რომლის მსგავსს ვერსად ნახავთ

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს — „ქართული აბრეშუმი“, — ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აწერს.

ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში.