ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 16 ივნისს

თბილისში დღისით ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik.  თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს, 16 ივნისს ცვალებადი ამინდი ელოდებათ.

მზე 05:25 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.

დილიდან მზიანი ამინდი იქნება, თუმცა, 16:00 საათისთვის მოსალოდნელია მცირე ნალექი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +20, დღისით კი მაქსიმალური  +30 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.