მაია ტყემალაძე: „ღმერთმა გვიმრავლოს ყველა ქართული სულისკვეთებითა გამსჭვალული ადამიანი“

მაია ტყემალაძე იხსენებს ბავშვობას, მამას, რომელმაც წიგნების კითხვა და ქართველების მთავარი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ შეაყვარა.
Sputnik

„შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერის იდეა ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობაში გამიჩნდა. მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც მაშინ ჩამესახა“ —განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მაია ტყემალაძემ.

მაია ტყემალაძე- შემოქმედი ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის „ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერის იდეა, მანვე მოხატა წიგნის გვერდები არშიებით და გარეკანი ნიჟარებით გააფორმა. ამ საქმეს ორი წლის განმავლობაში აკეთებდა.