თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდ Vetements-ის მიერ დამზადებულმა ჩექმებმა ინტერნეტი შეძრა.
ქალის მაღალყელიანი, გამოსასვლელი ჩექმის ფოტო ბრენდის ოფიციალურ Instagram-ზე გამოქვეყნდა.
ეს წითელი, წვრილქუსლიანი და ცხვირწამახვილებული ჩექმებია, რომლებზეც რუსეთის გერბია პრინტით დატანილი. ეს 2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ფეხსაცმელია, რომელიც გვასალიამ პარიზში ჯერ კიდევ იანვარში წარადგინა.
სხვათა შორის, დემნა გვასალიას კოლექციაში ასევე შედის მაისური წარწერით Russia Stop Messing Around With Me („რუსეთო, შეწყვიტე ჩემთან ხუმრობა!“)
მას შემდეგ, რაც ინტერნეტით სკანდალური ჩექმები ფოტო გავრცელდა, რუსულენოვანი მომხმარებლების აღშფოთება არ წყდება. თავად დემნა გვასალია კი საერთოდ არ აკეთებს კომენტარს არც კოლექციის კონცეფციაზე და არც მომხმარებლების რეაქციაზე.