თბილისი კომიქსებისა და ვიდეოთამაშების ფესტივალს მასპინძლობს

ფესტივალზე სამაგიდო თამაშების გარდა დაგეგმილია შეხვედრები კომიქსების ადგილობრივ მხატვრებსა და ავტორებთან.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი- Sputnik. კომიქსებისა და ვიდეოთამაშების ფესტივალი (Tbilisi Comics and Games Festival) თბილისში პირველად გაიმართება 9 ივნისს,  იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალი შაბათს, 11:00-დან 19:00 საათამდე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდება. 

„ვეფხისტყაოსანი“: პოემიდან კომიქსამდე

კომიქსებისა და ვიდეოთამაშების პირველ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა არტისტების კომიქსები, თეატრალური მაკიაჟის ოსტატობა, საგანმანათლებლო პრეზენტაციები, ვიდეოთამაშები და კოსტიუმირებული სანახაობა. ასევე გასაყიდად წარმოდგენილი იქნება ქართული კომიქსების ავტორების ნამუშევრები. 

ფესტივალზე აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრები კომიქსების ადგილობრივ მხატვრებთან და ავტორებთან.

ღონისძიების მხარდამჭერი პარტნიორია აშშ-ის საელჩო თბილისში.