პირდაპირი ტელეეთერი: კითხვა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა არ უპასუხა

დღეს რუსეთში პრეზიდენტის ყოველწლიური პირდაპირი ეთერი იმართება, რა დროსაც იგი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, რომელიც მას ყოველწლიური სპეციალური პროგრამა „პირდაპირი ხაზის“ დროს დაუსვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხმამაღლა წაიკითხა კითხვა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა:

„რატომ აღიარებთ თქვენ უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს, თუ დასავლეთი არ აღიარებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს?“

რაზეც პუტინმა მხოლოდ ის თქვა, რომ ეს საინტერესო კითხვაა და შემდეგ საკითხზე გადავიდა.