თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უჩვეულო აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ მთავრობა დიდი რაოდენობით ლაიქების მოგროვების მიზნით Facebook-ში ფეიკურ აქაუნთებს იყენებს.
მიუღებელი მოთხოვნა — პრემიერი წულუკიანის გადადგომის წინააღმდეგია >>
აქციის საბაბი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პოსტი Facebook-ში, რომელიც მან არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით გაავრცელა. მსგავს მოთხოვნას პრემიერმა მიუღებელი უწოდა.
მას შემდეგ, რაც წულუკიანის გადადგომის მომხრეებმა პოსტის ქვეშ სიცილის „ღიმილაკის“ დასმა დაიწყეს, იქ გაჩნდა ფეიკური აქაუნთების „ლაიქები“, ამტკიცებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ლიდერი ეკა გიგაური.
პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის შენობის წინ ნადვილი რეზინის ბოტები დააწყვეს.
ბოტები და პლაკატები წარწერებით „ხელისუფლების წყარო ხალხია და არა ბოტები“, „ბოტები ალაიქებენ“ სამთავრობო კანცელარიის კიბის საფეხურებზე აწყვია.
კვირიკაშვილის გვერდის „ტროლინგის“ შესახებ მისი დისკრედიტაციის მიზნით განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ქეთი რუხაძემ განაცხადა.
ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოსტს 1400-ზე მეტი „ლაიქი“ და 5200-ზე მეტი სიცილის „ღიმილაკი“.
ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა >>
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წულუკიანი მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ყველა პრობლემაში დაადანაშაულა. მათ განაცხადეს, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტზე მისი ყოფნისას კარგი მთავარი პროკურორი ვერ შეირჩა.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის და მისი თანამოაზრეების ზეწოლის ფონზე, რომლებიც პროკურატურას ორი მოზარდის მკვლელობის საქმის არაობიექტურ გამოძიებაში ადანაშაულებენ.