ვის შეხვდა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა საქართველოს პატრიარქს უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით პოზიცია გააცნო.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) ეწვია ორ თანმხლებ პირთან ერთად, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს გამოგზავნის

„სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა. უახლოეს პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა", — აღნიშნულია განცხადებაში.

აპრილის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის პროცესს იწყებს.