რას ითვალისწინებს პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის ახალი წესი

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, დღეიდან მომხმარებელმა თბილისის პარკინგის ვებ-გვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში სხვა მონაცემები უნდა შეიტანოს.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. დღეიდან თბილისში პარკირების საშვის შეძენის, ჯარიმების შემოწმებისა და გადახდის სისტემა იცვლება, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ბედი ელით „სითი პარკის" თანამშრომლებს

2018 წლის 10 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც მერიამ კომპანია „სითი პარკთან" კონტრაქტი გააუქმა, დედაქალაქში პარკირების მოწესრიგება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" დაევალა.

აღნიშნული კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის პარკინგის ვებ-გვერდსა და სწრაფი გადახდის აპარატების შესაბამის ველებში ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად უნდა ჩაიწეროს ავტომობილის სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი.

მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

— კერძო ავტომობილებისთვის — სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

— ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის — სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;

— ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის — მხოლოდ სახელმწიფო ნომერი. ამასთან, ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფონო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით.