„ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა განხორციელდეს თუ არა, როგორ განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები და როგორი იქნება სასჯელი ნარკოტიკის შეძენა-შენახვაზე, როცა გასაღების მიზანი არ არსებობს – ამ საკითხებზე ნათელი პოზიციების ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ ჩვენ კარგ და ხარისხიან რეფორმაზე“, – აღნიშნა გურამ იმნაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ პირველი მოსმენით განიხილა „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანმდევი პროექტები.