ფანკის ამერიკელი ვარსკვლავი, ქართველების რძალი ნიკ უესტი თბილისში კონცერტს გამართავს

ნიკ უესტი გასულ წელს გაჰყვა ცოლად ქართველ გიტარისტ ნიკოლოზ კანდელაკს.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი, კომპოზიტორი და ფანკის ბას-გიტარისტი ნიკ უესტი 10 ივნისს კონცერტს გამართავს თბილისში, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები

კონცერტი მრავალფუნქციურ ცენტრში Republic ჩატარდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრის სალაროებსა და საიტზე tkt.ge. 

აღსანიშნავია, რომ ნიკ უესტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბას-გიტარისტია მსოფლიოში. მისი ტალანტი აღიარეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან დევიდ სტიუარტი, პრინცი, ჯონ მეიერი, სტივენ ტაილერი — როკ-ჯგუფ Aerosmith-ის ლიდერი. 

როგორც ცნობილია, გასულ წელს ნიკ უესტი ცოლად გაჰყვა ქართველ გიტარისტ ნიკოლოზ კანდელაკს.