ბათუმში ზღვაში ბანაობის სეზონი გაიხსნა

აჭარაში გაიხსნა მორიგი საზაფხულო ტურისტული სეზონი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ".
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ბათუმში საზღვაო სეზონი გაიხსნა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ზღვაზე მაშველების მუშაობის შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა.

აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, სეზონის გახსნის აღსანიშნავად „ანბანის კოშკთან“ გამოვიდნენ ქართველი და უცხოელი დი-ჯეები Chiki, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls, Groove Phoenix, Vako T.

პროგრამა საღამოს განაგრძო საკარნავალო შოუმ — ლათინოამერიკულმა ცეკვებმა, რომელიც წარმოადგინა ჯგუფმა Friedrichstadt Ballett. ზეიმი შუაღამის შემდეგ დასრულდა.

აჭარას 2017 წლის საზაფხულო სეზონზე ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი სტუმრობდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია. სტუმრების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აგვისტოში შეინიშნებოდა.