ავტოავარიაში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული დაიღუპა

ავტომობილი სასაფლაოს გალავანს შეეჯახა
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სილამაზის საერთაშორისო კონკურსის Miss Universe Beauty — 2018-ის გამარჯვებული და „მის მსოფლიო-2018“-ის ტიტულის მფლობელი სანია შაკიროვა ყირგიზეთში, ისიქ-ქოლის ტბასთან დაიღუპა, იუწყება „Sputnik-ყირგიზეთი“.

ტრაგედია 2 ივნისს საღამოს მოხდა.

„ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი შეეჯახა სასაფლაოს გალავანს სოფელ ჩოკ-ტალში. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო შაკიროვა ადგილზე გარდაიცვალა. ტაქსის მძღოლი და 38 წლის მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, — ნათქვამია ისიქ-ქოლის ოლქის შს სამმართველოს პრესსამსახურის განცხადებაში.

Автомобиль, в которой погибла Сания Шакирова, после ДТП

30 წლის სანია შაკიროვა 2018 წელს წარმოადგენდა ყირგიზეთს სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Miss Universe Beauty, რომელიც ვიეტნამის ქალაქ ნიაჩანგში გაიმართა. კონკურსი პიერ კარდენის პატრონაჟით წარიმართა.

გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

ინტერვიუ სანია შაკიროვასთან, რომელიც აპრილის ბოლოს „Sputnik-ყირგიზეთზე“ გამოვიდა, მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გახდა.