ავტოავარია ქობულეთში: დაღუპულია ცოლ-ქმარი, დაშავებულია ორი ადამიანი

შემთხვევა სოფელ ბუკნართან მოხდა.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ბუკნართან მოხდა. 

ქართველი მოსწავლეები აზერბაიჯანში ავტოავარიაში მოხვდნენ

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „გაზ 024“-ის და BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე გარდაიცვალა ცოლ-ქმარი, რომლებიც, სავარაუდოდ, ადგილობრივები არიან. ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“), რაც ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.