„მოხდენილი ნახტომი" - მე, შენ, ჩვენ - ბექასთვის!

წიგნის შეძენა და ამით წვლილის შეტანა 8 წლის ბექა ფიფიას მტრის დამარცხებაში შეგიძლიათ თბილისის დიდ სავაჭრო ცენტრებში, ასევე ზუგდიდსა და ფოთში
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. დღეს თბილისში, ვარდების ბაღში 16 წლის ბაქსვუდელი მოსწავლის, რატი ფიფიას ნოველის „მოხდენილი ნახტომის" პრეზენტაცია იმართება.

რატი ფიფიას ნოველის "მოხდენილი ნახტომის" პრეზენტაცია

რატიმ ნოველა თავის უმცროს ძმას — 8 წლის ბექას მიუძღვნა, რომელიც ლეიკემიის მძიმე ფორმით არის ავად და ამ დროისათვის ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.

მე, შენ, ჩვენ - ბექასთვის! ბიჭი, რომელიც ძმის გადასარჩენად ნოველებს წერს

ბექას მკურნალობას 350 ათასი დოლარი სჭირდება და რატი თავის მეგობრებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საჭირო თანხის შეგროვებაში.

წიგნის ღირებულება 10 ლარია და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ბექას ფონდში. წიგნის შეძენა და ამით წვლილის შეტანა 8 წლის ბექა ფიფიას მტრის დამარცხებაში შეგიძლიათ თბილისის დიდ სავაჭრო ცენტრებში, ასევე ზუგდიდსა და ფოთში.