ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის მოწმეები შსს-ში გამოცხადდნენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ დაბრუნდა.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ უწყების პრეს-სამსახურში.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ დაბრუნდა. 

სამართალდამცველებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ის დამატებითი გარემოებები უნდა დაადგინონ, რომლებიც სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვეთა.

დადუნაშვილი: რევოლუცია არ მინდა, მინდა, ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მეორე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. ისინი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირის და დამნაშავეების მფარველების დასჯას მოითხოვენ.