საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მალტას ამხანაგურ მატჩში მოუგო

საქართველო-მალტას შორის ერთადერთი გოლი გაიტანეს ქართველებმა, რომლებმაც უმცირესობაში აღმოჩნდნენ
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ შვაცში მალტას ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 1:0 მოუგო.

ერთადერთი გოლი — 11-მეტრიანი — 90-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა, რომელიც ოთარ კიტეიშვილის ფოლის გამო დაინიშნა.

საქართველოს სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. თანაც ოთხი მოთამაშე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, მატჩი ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელების უპირატესობით წარიმართა. შესვენებაზე გუნდები 0:0 ანგარიშით გავიდნენ.

სპორტსმენის გზა „რეზოია პაცანადან“ ფეხბურთის ვარსკვლავობამდე და ლეგენდარული ჯორჯ ბესტი

მეორე ნახევრის დასაწყისში ქართული გუნდი უმცირესობაში დარჩა. 49-ე წუთზე ვაკო გვილიამ პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ოთხ წუთში კი მეორე — შედეგად მას მინდვრის დატოვება მოუწია.

მალტის ფეხბურთელებმა უპირატესობის გამოყენება სცადეს, მაგრამ ამაოდ. ქართველ ფეხბურთელებს კი უმცირესობაში თამაშზე გადაწყობა გაუჭირდათ.

ლოგიკურად, მატჩი ფრედ 0:0 უნდა დასრულებულიყო. მაგრამ შეხვედრის დასასრულს ნიკა კაჭარავამ და ოთარ კიტეიშვილმა კედელი გაითამაშეს. უკანასკნელმა მალტის საჯარიმოში შეაღწია, რამაც მეტოქის მხრიდან დარღვევა გამოიწვია.

გურამ კაშიამ, რომელიც ჯაბა კანკავას არყოფნის დროს ნაკრების კაპიტანი იყო, გოლი გაიტანა და ანგარიში 1:0 გახდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს გამარჯვება წელს ზედიზედ მესამე გახდა. მარტში თბილისში ქართველებმა ლიტვას (4:0) და ესტონეთს (2:0) მოუგეს.

Капитан сборной Грузии по футболу Гурам Кашия

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველო 5 ივნისს გასვლაზე ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.