თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. რუსთავში წყალდიდობის მიზეზი გახდა ძლიერი წვიმა, რომელიც მეორე საათია არ წყდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს ადგილობრივმა მკვიდრმა მერაბ იაშვილმა.
წინასწარი მონაცემებით, რუსთავში წვიმის შედეგად მთიდან ქვების ცვენა დაიწყო. ამის შედეგად წყალარინების არხები ნაწილობრივ გადაიკეტა, რაც წყალდიდობის მიზეზი გახდა.
ამჟამად დატბორილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები, სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე „სტამბულის ბაზარი“, სადაც საქონელი დასველდა.
ყველაზე რთული სიტუაცია ლეონიძის და მესხიშვილის ქუჩებზე, სადაც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. დროებით შეჩერებულია მოძრაობა ავტომაგისტრალზე.
რუსთავის ცენტრში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც სახლებიდან წყალს ტუმბავენ.
წვიმა რუსთავში გრძელდება.