ელიზაბეტ II-ის ისტორიული კორონაცია

Sputnik

ელიზაბეტ II-ის კორონაციის ცერემონია 1953 წლის 2 ივნისს უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. ეს იყო ბრიტანელი მონარქის პირველი კორონაცია, რომელიც ტელევიზიის საშუალებით უჩვენეს — მაშინ პირდაპირი ეთერს თვალს ადევნდებდა 27 მილიონი ადამიანი. იხილეთ ფოტოლენტაში, თუ როგორ მიმდინარეობდა ცერემონია

1 / 19
ელიზაბეტ II - დიდი ბრიტანეთის მმართველი დედოფალი უიდსორთა დინასტიიდან, რომელიც სახელმწიფოს სათავეში 1952 წლიდან უდგას
2 / 19
მეფე ჯორჯ VI, ელიზაბეტის მამა, 1952 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა. 1952 წელს, მეუღლის თანხლებით ელიზაბეტმა საიდუმლო საბჭოს ფიცი დადო და სამეფოს სათავეში ჩაუდგა. ერთი საათის შემდეგ ჰეროლდმეისტერმა დედოფლის ტახტზე ასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა სენ-ჯეიმსის სასახლის ვერანდიდან. "ღმერთო, დაიფარე დედოფალი!" - ჰეროლდმეისტერის ბოლო სიტყვების შემდეგ, მეფის გარდაცვალების დროს დაშვებული დროშები კვლავ აღმართეს. ფოტოზე - დედოფალი ელიზაბეტ II კორონაციის დროს ამბიონთან მიდის
3 / 19
ეს იყო ბრიტანელი მონარქის პირველი კორონაცია, რომელიც ტელევიზიის საშუალებით უჩვენეს - მაშინ პირდაპირი ეთერს თვალს ადევნდებდა 27 მილიონი ადამიანი. ფოტოზე - უინდსორის ჰერცოგი ედუარდი და უელსის ჰერცოგინია პარიზში უყურებენ კორონაციას
4 / 19
ელიზაბეტ II-ის კორონაციისთვის მზადება დაიწყო ტახტზე ასვლისთანავე დაიწყო, თუმცა ღონისძიება მხოლოდ 16 თვის შემდეგ შედგა. ფოტოზე - დედოფალი ელიზაბეტ II პრინცი ფილიპის,ედინბურგის ჰერცოგის, პრინცი ჩარლზის, პრინცესა ანას, დედოფალი ელიზაბეტის და პრინცესა მარგარეტის თანხლებით გამოდის ბუკინგემის სასახლის აივანზე
5 / 19
ცერემონია დაიწყო ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატომდე მსვლელობით, ინგლისისა და ბრიტანეთის ყველა მმართველის კორონაციის ადგილი
6 / 19
კორონაციის დღეს დედოფალთან მისასალმებლად დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში
7 / 19
ომის შემდგომი მძიმე პერიოდში ელიზაბეტ II-ის კორონაცია ხალხისათვის დასამახსოვრებელი მოვლენა უნდა ყოფილიყო და ნათელი მომავლის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო. ფოტოზე - დედოფალი ელიზაბეტ II და პრინცი ფილიპი
8 / 19
კორონაციისათვის სამოსზე სამეფო ოჯახის რჩეულმა მოდელიორმა ნორმან ჰარტნელმა იზრუნა. თეთრი ატლასის კაბა გაწყობილი იყო ხელით შეკერილი ყვავილებით და მცენარეებით - გაერთიანებული სამეფოს და მეგობარი ქვეყნების ნაციონალური ემბლემებით , მათ შორის ინგლისური ვარდით, შოტლანდიური ნარშავით, ირლანდიური სამყურით, კანადური ნეკერჩხლის ფოთოლი და სხვა სიმბოლოები. ფოტოზე - პრინცესა ალექსანდრა კრისტაბელი, პირნცი მაიკლ ჯორჯ ჩარლზ ფრანკლინი, პრინცესა მარგარეტი, გლოსტერის ჰერცოგი, დედოფალი ელიზაბეტ II, ედინბურგის ჰერცოგი, დედოფალი, აალგაზრდა ჰერცოგი, პრინცესა, გლოსტერის ჰერცოგინია, პრინცი უილიამ გლოსტერი და პრინცი რიჩარდ გლოსტერი
9 / 19
უესტმინსტერის სააბატოში დედოფლის მისვლის შემდეგ, სადაც მას 8000 სტუმარი ელოდა, კორონაციის რელიგიური ცერემონია დაიწყო
10 / 19
საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა, ინგლისური ეკლესიის სულიერმა მეთაურმა
11 / 19
ამბიონთან დედოფალმა ფიცი დადო, რომ დაიცავდა სამართლიანობას, საკუთარი მიწების კანონებსა და ინგლისურ რწმენას
12 / 19
შემდეგ კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა ცერემონიის უძველესი და წმინდა ნაწილი აღასრულა: საკორონაციო ტახტზე მჯდომ დედოფალს მირონი აცხეს. როგორც კი დედოფალმა მიიღო სამეფო კვერთხი, სამფლობელო, მანტია და გვირგვინი, ყველამ ერთად წარმოთქვა: "ღმერთო, დაიფარე დედოფალი!"
13 / 19
ელიზაბეტ II რიგით 39-ე ეკურთხა მონარქად უესტმინსტერის სააბატოში
14 / 19
საინტერესო ფაქტი - კორონაციის ხელისმომკიდეთა შორის იყო ანსამბლის მონაწილე 9 წლის ბიჭი - კიტ რიჩარდსი, მომავალში ბენდის Rolling Stones გიტარისტი
15 / 19
კორონაცია თითქმის სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც დედოფალი, მისი მეუღლე და კორონაციის მონაწილე თითქმის 16 ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა
16 / 19
კორონაციის შემდეგ ელიზაბეტი ოქროს კარეტით დაბრუნდა ბუკინგემის სასახლეში. სასახლის ღობესთან უამრავი ადამიანი სკანდირებდა: "ჩვენ გვსურს ვიხილოთ დედოფალი!". დედოფალი ოჯახის თანხლებით გამოვიდა სასახლის ვერანდაზე, სადაც მას უამრავი ადამიანი შეეგება
17 / 19
დედოფლის ტახტზე ასვლა ტელევიზიის ისტორიაში მნიშნელოვან მოვლენად იქცა. მანამდე კორონაციის ცერემონია არასდროს გადაუღიათ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი უისტონ ჩერჩილი გადაღების წინააღმდეგი იყო, დედოფალმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
18 / 19
პირდაპირი ეთერი შავ-თეთრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი ფერადი იყო. დიდ ბრიტანეთში კორონაციას დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს (მოსახლეობის 40%). ამ დღიდან ტელევიზიამ ძირითადი ადგილი დაიკავა დიდი ბრიტანეთის გასართობ ინდუსტრიაში
19 / 19
დედოფალი ელიზაბეტ II-ის კორონაცია შესანიშნავი მმართველობის დასაწყისს აღნიშნავდა. ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველი სწორედ დედოფალი ელიზაბეტ მეორეა