დადუნაშვილის დედა: ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დამნაშავე და არც დაზარალებული

გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ეკა არეშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ეტყობა ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს, ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე, განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

„ვთვლი, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე. აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ. ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნება თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს," — განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

„ნუ მომკლავ“ - საქალაქო სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. სასამართლოს გადაწყვეტილებას თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.