მკვლელობა ხორავას ქუჩაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება და საპროტესტო აქცია

Sputnik

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ საპროტესტო აქციები ასევე გაიმართება ბათუმსა და ზუგდიდშიც.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სწორედ ზაზა სარალიძის მამაა ინიციატორი თბილისში მთავარ პროკურატურასთან დაწყებული საპროტესტო აქციისა, რომელიც მანამდეც სდებდა ბრალს პროკურატურას არაობიექტურ გამოძიებაში და აცხადებდა, რომ პროკურატურა ყოფილი თანამშრომლის შვილს აფარებს ხელს. 

ქვეყნის მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, თავის მხრივ, განმარტავს, რომ ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

1 / 7
საპროტესტო აქცია პროკურატურის შენობათან მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 წლის ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა
2 / 7
ერთ-ერთი ბრალდებული სასამართლომ გაამართლა, ხოლო მეორეს დანაშაულის გადაკვალიფიცირება მოხდა განზრახ მკვლელობის მუხლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლზე
3 / 7
ზაზა სარალიძე, დაღუპული დავით სარალიძის მამა, სასამართლოს განჩინების გაჟღერების შემდეგ პირველი მივიდა პროკურატურასთან
4 / 7
გარდაცვლილი დავით სარალიძის მამას მხარდაჭერა გამოუცხადა უამრავმა ადამიანმა
5 / 7
აქციის მონაწილეები ითხოვენ ქვეყნის მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას
6 / 7
საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ თავიდან არ ჩატარდება გამოძიება
7 / 7
სასამართლოს აგდაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციები იმართება არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმსა და ზუგდიდშიც