საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში „ფრანგი ბარბაროსები“ დაამარცხა

პარასკევს საქართველოს ნაკრები წყნარი ოკეანეს ტურნეში მიემგზავრება, სადაც ტონგას, ფიჯის და იაპონიის გუნდებს შეერკინება
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა საფრანგეთის მეორე ნაკრებს ("French barbarians" — "ფრანგი ბარბაროსები") ანგარიშით 16:15 მოუგო, რომელიც თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართა.

შეხვედრის პირველ ნახევარში ქართველი მორაგბეები ანგარიშით 6:0 სოსო მატიაშვილის ორი ზუსტი საჯარიმოს წყალობით იგებდნენ. თუმცა ქართველებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ფრანგებმა წარმატებული ლელოს შემდეგ გარდასახვა განახორციელეს. გასახდელში გუნდები სტუმრების სასარგებლოდ 7:6 ანგარიშით გავიდნენ.

საქართველოს რაგბის ნაკრები U-20 მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

შეხვედრის მეორე ნახევარში მილტონ ჰეიგის აღსაზრდელები მეტოქესთან შედარებით გააქტიურდნენ, შედეგად ორი წარმატებული ლელო სოსო მათიაშვილმა და სანდრო თოდუამ დადეს. სამწუხაროდ, ორივე გარდასახვა არაზუსტი გამოდგა.

„ბარბაროსებს“ დამატებით დროში მოგების შესანიშნავი შანსი ჰქონდათ. ფრანგებმა ქართველების შერკინება მოიგერიეს და ბურთი მასპინძლის ჩათვლის ზონაში დაამიწეს. თუმცა, გარდასახვა სტუმრების არ გამოუვიდათ და შეხვედრა საქართველოს ნარების გამარჯვებით დასრულდა.

პარასკევს საქართველოს ნაკრები მიემგზავრება წყნარ ოკეანეში ტურნეში, რომლის ფარგლებში გამართავს სამ ტესტ-მატჩს — ტონგასთან (9 ივნისს), ფიჯისთან (16 ივნისი) და იაპონიასთან (23 ივნისი).