საქართველოს რეგიონებში ნაგვის ახალ ურნებს დადგამენ

ქვეყნის რეგიონებში ნაგვის კონტეინერების დასამატებლად 5,5 მილიონი ლარი გამოიყო.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რეგიონებში 10 ათას ნაგვის ურნას განათავსებენ, აღნიშნულია „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" განცხადებაში.

EBRD საქართველოს მყარი ნარჩენების მართვაში დაეხმარება

ურნების განთავსება ხელს შეუწყობს რეგიონებში, მათ შორის, ტურისტულ ზონებში სისუფთავის შენარჩუნებას, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აღნიშნეს კომპანიაში.

პროექტის ფარგლებში 250 ნაგვის კონტეინერი უკვე გადასცეს თელავის რაიონს. კახეთის რეგიონს სულ გერმანული წარმოების, 1,1 ათასი ლიტრი მოცულობის პლასტმასის 1,8 ათას ურნას გადასცემენ.

რეგიონებისთვის ნაგვის ახალი კონტენეირების შესყიდვისთვის 5,5 მილიონი ლარი გამოიყო.