ყაჩაღობა სამეგრელოში: ნაცემია 96 წლის ქალბატონი

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია ფული, ოქროულობა და მობილური ტელეფონი.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მარტვილის რაიონში სამი პირი ცაავების ოჯახს თავს დაესხა და ძვირფასეულობა მოთხოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ სოფელ სალხინოში მოხდა. დამნაშავეები, რომლებსაც სახეზე ნიღბები ეკეთათ, ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული.

ყაჩაღებმა კასპში ოჯახის წევრები სცემეს და ძვირფასეულობა გაიტაცეს

დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელებმა სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 96 წლის ქალს.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია ფული, ოქროულობა და მობილური ტელეფონი.

აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით ამ დროისთვის ჯერ არავინ არის დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროს პრეს-სამსახურში „Sputnik–საქართველოს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე მუხლით („ყაჩაღობა"). დანაშაული ისჯება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.