თბილისი, 29 მაისი — Sputnik. დაბა სტეფანწმინდაში დღეს, 12:00 საათზე ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციის შენობა გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ცენტრსა და ადმინისტრაციის შენობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უწყების ინფორმაციით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა გერმანიის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერით განხორციელდა, პროექტის ეფექტური რეალიზება კი საკონსულტაციო ჯგუფმა GFA უზრუნველყო.